loader

გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების 75% "ინდურ ვარიანტზე" მოდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების 75% "ინდურ ვარიანტზე" მოდის

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემების თანახმად, გაერთანებულ სამეფოში ამჟამად კორონავირუსის "დელტა ვარიანტი", ე.წ. ინდური ვარიანტი, დომინირებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, აღნიშნულ ვარიანტზე კოვიდ 19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების 75% მოდის.

ამასთან, ინგლისის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აცხადებენ, რომ "დელტა ვარიანტი", დიდი ალბათობით, უფრო სერიოზულ დაავადებას იწვევს, ვიდრე "ალფა ვარიანტი", რომელიც პირველად კენტში აღმოაჩინეს და „ბრიტანული ვარიანტის“ სახელითაა ცნობილი.