loader

ვლადიმერ პუტინმა კანონს "ღია ცის შეთანხმების" დატოვების შესახებ ხელი მოაწერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინმა კანონს "ღია ცის შეთანხმების" დატოვების შესახებ ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს “ღია ცის შესახებ შეთანხმებიდან” რუსეთის ოფიციალურად გასვლის შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

19 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „ღია ცის შეთანხმებიდან“ ქვეყნის გასვლის შესახებ. 2 ივნისს კი კანონპროექტი ერთხმად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის საბჭომ.

„ღია ცის შეთანხმების“ თანახმად, რომელიც 2002 წელს მიიღეს და რომლის ხელმომწერი 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ და რუსეთია, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე აწარმოონ შეუიარაღებელი საჰაერო თვალთვალი, მისი მიზანი კი გამჭვირვალობის ზრდა და შეიარაღებების კონტროლია. შეთანხმება ვაშინგტონმა გასულ წელს დატოვა და მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების პირობების მუდმივად დარღვევა დაასახელა. რუსეთი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.