loader

"ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შემდეგ..." - კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის წერილის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შემდეგ..." - კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის წერილის შესახებ

"ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ყველაფერი იყო ნათქვამი. წერტილი დაუსვა იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს გიორგი გახარიას პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილის პროექტია", - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ იყო მოსაწონი ის გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან გადაიდგა.

"ბევრი მითქმა-მოთქმა იყო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მან პოლიტიკური პარტია დააფუძნა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ იმყოფება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, როდესაც მან პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, წერილი, რომელიც საზოგადოებამ გუშინ იხილა, კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება ივანიშვილის პროექტი არ არის", - განაცხადა კალაძემ.