loader

"კორონავირუსზე გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია" - ვლადიმირ პუტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კორონავირუსზე გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია" - ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რისი სწავლა შეიძლება კორონავირუსის პანდემიისგან.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსზე გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია, უნდა დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვისწავლოთ ამ უბედურებისგან, როგორ ვიმოქმედოთ მომავალში, თუ ასეთი სიტუაციები გაჩნდება”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემია, რომელმაც 3.5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს დაემატა და მისი სერიოზული სოციალური და ეკონომიკური შედეგები ყველგან იგრძნობა.