loader

"ეს განცხადება, რაც გახარიამ გააკეთა, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება" - არჩილ თალაკვაძე 20 ივნისის შესახებ გახარიას განცხადებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს განცხადება, რაც გახარიამ გააკეთა, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება" - არჩილ თალაკვაძე 20 ივნისის შესახებ გახარიას განცხადებაზე

"საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი გვიან ღამემდე, სანამ აქცია დასრულდა, პარლამენტში ვიმყოფებოდით. შესაბამისად, ეს განცხადება, რაც გახარიამ გააკეთა, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 20 ივნისის მოვლენების დროს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პარლამენტში არ იმყოფებოდნენ.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ დღეს თავადაც სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა.

"საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი გვიან ღამემდე, სანამ აქცია დასრულდა, პარლამენტში ვიმყოფებოდით. მე პირადად მახსოვს, რომ უმრავლესობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი პარლამენტში გახლდათ. მათ შორის გიორგი გახარიასთანაც შენობაში არაერთი შეხვედრა გვქონდა. როდესაც რამე სჭირდებოდა, მე ჩემს ადგილას ვიმყოფებოდი, იმ მომენტიდან, როდესაც უკვე აქცია აგრესიულ ფორმებში გადავიდა და პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა დაიწყო. გამთენიამდე პარლამენტში ვიყავით. შესაბამისად, ეს განცხადება, რაც გააკეთა, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება. მეც პირადად ჩემს სამუშაო ადგილზე გახლდით", - განაცხადა თალაკვაძემ.