loader

მოაწერს თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტს "ნაციონალური მოძრაობა" ხელს? - ნიკა მელიას განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოაწერს თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტს "ნაციონალური მოძრაობა" ხელს? - ნიკა მელიას განმარტება

"კონკრეტულ საკითხებში, რომლებიც უმნიშვნელოვანესია, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტში მისვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა-არმოწერის საკითხს, ნიკა მელიამ განმარტა, რომ მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროდ ჩათვალეს.

"ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ მისაღებია. სხვა პარტიებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროდ ჩათვალეს. ანუ გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ", - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდა, თუმცა შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს.