loader

"არანაირი გარანტია არ არსებობს, შეცვალო ადამიანის ქცევა - ის ვლადიმირ პუტინია" - ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არანაირი გარანტია არ არსებობს, შეცვალო ადამიანის ქცევა - ის ვლადიმირ პუტინია" - ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ არსებობს ”გარანტია” რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქცევის შეცვლის. მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომელთა გამოყენებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია.

”არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ შეგიძლია შეცვალო ადამიანის ქცევა, - თქვა ბაიდენმა და დასძინა: - ავტოკრატებს აქვთ უზარმაზარი ძალა და მათ არ სურთ უპასუხონ საზოგადოებას".

კითხვაზე, თუ რატომ მიიჩნევს, რომ პუტინი არ შეცვლის ქცევას აშშ-ის ყველა ქმედების საპასუხოდ, ბაიდენმა სიცილით უპასუხა: "ის ვლადიმირ პუტინია".

”მე ამაზე მეტს არ ვიტყვი, რადგან მასთან ჯდომა მომიწევს, მაგრამ სიამოვნებით ვისაუბრებ ამის შემდეგ”, - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის შეფასებით, რუსეთი ეწევა საქმიანობას, რაც "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს".

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მას ამხნევებს პუტინის განცხადება, რომ რუსეთი მზადაა კიბერდამნაშავეების ექსტრადირებისთვის, თუ შეერთებულმა შტატებმაც იგივე გააკეთა.