X
ყაჩაღობა თბილისში - ვრცელდება დაკავების კადრები, მათ ბრალად ედებათ სახლის მეპატრონეზე თავდასხმა და 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთების გატაცება
14:51 / 15-06-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

"დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ასევე დააკავა 1987 წელს დაბადებული კ.გ., რომელმაც ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მოპოვებული ოქროს ნივთები ქალაქ ქუთაისში, ოქროს ნივთებით მოვაჭრე ერთ-ერთ ქალბატონზე გაასაღა. აგრეთვე, იგი საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს გ.მ. და გ.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს და დანის მუქარით, 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ერთ-ერთი ბრალდებული კ.გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“სულ ვატყობდი, რომ თითქოს ჩემი არ ესმის... მხოლოდ ექსპრესიული კი არა, რეცეპტიული დაგვიანებაც აქვს - ვერ გამოხატავს რისი თქმაც უნდა“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი შვილის შესახებ საუბრობს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო