loader

ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ისრაელში მოქალაქეები პირბადეების ტარების ვალდებულებისგან არა მხოლოდ ღია, არამედ დახურულ სივრცეებშიც თავისუფლდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გამონაკლისი მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში იმოქმედებს და პირბადეები უნდა გამოიყენონ სხვადასხვა სოციალური დაწესებულების, მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლებმა და სტუმრებმა, თუკი ისინი ვაქცინირებულები არ არიან ან ვირუსი ჯერ არ გადაუტანიათ, კარანტინში მყოფმა პირებმა და ავიამგზავრებმა.