loader

რონალდოს პოგბაც აჰყვა, ამჯერად კამერებს ლუდის ბოთლი მოაშორეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რონალდოს პოგბაც აჰყვა, ამჯერად კამერებს ლუდის ბოთლი მოაშორეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ პრესკონფერენციაზე ლუდის ბოთლი კამერებს მოარიდა და მაგიდის ქვეშ დადო. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

როგორც ცნობილია, ლუდის მწარმოებელი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი სპონსორია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოგბა მუსლიმანია და რელიგია მას ალკოჰოლს უკრძალავს. 

ერთი დღის წინ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ პრესკონფერენციაზე "კოკა-კოლას" ბოთლები მოაშორა კამერას და მაგიდის ქვეშ დადო. ამ ფაქტის შემდეგ სოცქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "კოკა-კოლა" 4 მილიარდი დოლარით გაუფასურდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და გაუფასურება რონალდოს ქმედებაზე დამოკიდებული არ იყო. 

ცნობისთვის, გუშინ, 15 ივნისს, საფრანგეთის ნაკრებმა გერმანიის ნაკრებს 1:0 სძლია, პოგბა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.