loader

ბაიდენის პრესკონფერენცია სკანდალით დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაიდენის პრესკონფერენცია სკანდალით დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია  გამართა, თუმცა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტსა და CNN-ის ჟურნალისტ ქეითლინ კოლინზს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როცა ბაიდენი წასვლას აპირებდა, კოლინზმა მას ჰკითხა: "დარწმუნებული ხართ, რომ პუტინი საქციელს შეიცვლის?"

ბაიდენი შემობრუნდა და უპასუხა.

ბაიდენი: "მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი საქციელს შეიცვლის. ეშმაკმა დალახვროს, სად იყავით მთელი ეს დრო, როდის ვთქვი, რომ დარწმუნებული ვიყავი?"

ქეითლინი: "თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პუტინის ქცევა არ შეცვლილა და იმ პრესკონფერენციაზე, თქვენთან ერთად რამდენიმე საათი იჯდა და უარყოფდა თავის მონაწილეობას კიბერშეტევებზე, ადამიანური უფლებების დაცვის მნიშვნელობას აკნინებდა და საერთოდ, ალექსეი ნავალნის ხსენებაზეც კი უარი თქვა, რანაირად გამოდის ეს კონსტრუქციული შეხვედრა, როგორც ამას პუტინი ამბობს?"

ბაიდენი: "თუ თქვენ ეს ვერ გაიგეთ, მაშინ არ ხართ დაკავებული იმ საქმით, რომელიც შეგეფერებათ".

CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა.

"არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი "ჭკვიანი" - განუცხადა მას პრეზიდენტმა.

კოლინზმა კი უპასუხა, რომ ბოდიშის მოხდა აუცილებელი არ იყო, რამდენადაც კითხვების დასმა - მისი საქმეა.