loader

დათვები ქალაქში ჩამოვიდნენ, მაღაზიები დაამტვრიეს, საჭმელი მოიპარეს და პოლიციას გაექცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დათვები ქალაქში ჩამოვიდნენ, მაღაზიები დაამტვრიეს, საჭმელი მოიპარეს და პოლიციას გაექცნენ

რუმინულ ქალაქ ბეილე-ტუშნადში განგაშია გამოცხადებული. ქალაქს მშიერი დათვები თავს ესხმიან. ცხოველები უახლოესი ტყიდან ჩამოდიან ქალაქში და მაღაზიებს ანადგურებენ, - ნათქვამია 17 ივნისის განცხადებაში, რომელსაც Agerpres-ი ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აზუსტებს, დათვები ადგილობრივების სახლებსა და მაღაზიაში ძვრებიან და საჭმელს იპარავენ. ამასთან, მათ საერთოდ არ ეშინიათ ადამიანების და მათ დაშინებაზე რეაგირება არ აქვთ.

ბეილე-ტუშნადის მერი სიტუაციას "კატასტროფულს" უწოდებს. პატარა ქალაქის ქუჩებში 10-16 დათვი მოითვალეს. ყველაზე დიდ საფრთხეს ხვადი დათვი წარმოადგენს, რომელსაც თან 3 ბელი დაჰყვება. ის თავის მემკვიდრეებს აგრესიულად იცავს. 

პოლიცია ადგილობრივებს სთხოვს, რომ დაიცვან დისტანცია, არ აჭამონ ცხოველებსა და მოერიდონ მათთან სურათების გადაღებას. ქალაქის მკვიდრები კი, თავის მხრივ, უკმაყოფილო არიან ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების უშედეგო მცდელობებით, რომ ისინი დაიცვან.