loader

“გიორგი გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში - მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო“ - გია ვოლსკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გიორგი გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში - მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო“ - გია ვოლსკი


გახარიას საქციელს, რომელიც გადაწყვიტა, ნაბიჯი გადადგა, რომ შერჩენოდა, შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან ცუდი პროცესები, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ - ქალაქი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყოფილი თანაგუნდელის, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.


გია ვოლსკის თქმით, გახარია განუდგა საქმეს, რასაც ერთად ემსახურებოდნენ.

„გახარიამ უღალატა იმ საქმეს, რასაც ერთად ვემსახურებოდით. ფაქტია, რომ განუდგა იმ საქმეს, გადგა გვერდზე. მე მაინც მგონია, რომ თვითონაც რაღაც აინტერესებს და ერთხელ იქნება ამოიღებს ხმას, რამეს იტყვის. სიტყვა უღალატა მკვახეა, ხისტია, მე არ მიყვარს“, - განაცხადა ვოლსკიმ.