loader

"კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი უდიდეს საფრთხეს უქმნის აშშ-ის მცდელობას, აღმოფხვრას კოვიდ 19 საკუთარ საზღვრებში" - ენტონი ფაუჩი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი უდიდეს საფრთხეს უქმნის აშშ-ის მცდელობას, აღმოფხვრას კოვიდ 19 საკუთარ საზღვრებში" - ენტონი ფაუჩი

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში დაფიქსირდა, უდიდეს საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების მცდელობას, აღმოფხვრას კოვიდ 19 საკუთარ საზღვრებში, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფექციური დაავადებების ექსპერტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, „დელტა“ ვარიანტი უფრო ადვილად ვრცელდება და „დაავადების სიმძიმის ზრდასთანაა“ დაკავშირებული.

ფაუჩიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულ შტატებში ავტორიზებული ვაქცინები, მათ შორის, „ფაიზერ/ბიონტექი“, ეფექტურია „ინდური“ ვარიანტის წინააღმდეგ.