loader

როგორი იქნება Windows 11? - სოცქსელებში პირველი ვიდეო გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება Windows 11? - სოცქსელებში პირველი ვიდეო გავრცელდა

Microsoft-მა Windows 11 ოფიციალურად წარადგინა. ბოლო 10 წლის მანძილზე უმსხვილესი განახლების პრეზენტაცია 23 ივნისს შედგა.

ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ვიზუალური ცვლილება ის არის, რომ start-ის მენიუ მარცხენა კუთხის ნაცვლად შუაში განთავსდება. 

შეიცვალა, ასევე ბევრი ინსტალირებული პროგრამა, მაგალითად, OneDrive და ბრაუზერი Edge.

მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ჩართული აპლიკაციები მოზაიკისებურად დაალაგონ. 

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის იქნება, რომ Android-ზე მომუშავე აპლიკაციები პირდაპირ ჩაირთვება. 

როგორც მოსალოდნელია, მომხმარებლები განახლებულ სისტემას უახლოესი თვეების განმავლობაში მიიღებენ.