loader

კადრები სასამართლოდან, სადაც არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილის პროცესი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სასამართლოდან, სადაც არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილის პროცესი მიმდინარეობს

სენაკის რაიონული სასამართლო 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დაიხურა.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

სამეგრელოს პოლიციამ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 35 წლის მამაკაცები დააკავა.

ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ დაზარალებულის ნათესავები და ადგილობრივები. სოფლის მოსახლეობამ, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, ბრალდებულების სახლი დაწვეს.