loader

გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ

გიორგი გახარიას პარტიას - „საქართველოსთვის“ ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ. პარტიაში მომხდარს ოფისის მეპატრონეზე ზეწოლას უკავშირებენ და ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების გამო ისინი ფართს დატოვებენ.

აჭარაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ოფისის მეპატრონე ეუბნებოდა, რომ მათი პარტიის მხარდამჭერი იყო, თუმცა მოულოდნელად პოზიცია შეცვალა. მიქელაძის განცხადებით, მმართველი პარტია ახლა ისე იქცევა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ექცეოდა.



ავტორი: მარიკო კეკელიძე