loader

რა ვიცით ACA-ზე, რომელიც შესაძლოა თბილისში ჩატარდეს და რეალურად რა კავშირი აქვს კადიროვთან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით ACA-ზე, რომელიც შესაძლოა თბილისში ჩატარდეს და რეალურად რა კავშირი აქვს კადიროვთან?

გავრცელებული ინფორმაციით, 11 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში, შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურნირი უნდა ჩატარდეს. დაგეგმილი ღონისძიება კი ორგანიზაცია ACA-ს ხელმძღვანელობით ტარდება. და აი, სწორედ აქ მივდივართ მთავარ დეტალთან.
ACA-ს ინიციალები ზუსტად ასე იშიფრება - Absolute Championship Akhmat. როგორც ირკვევა, ახმეტი რამზან კადიროვის მამას ერქვა. დიახ, ორგანიზაციის ეს სახელი ჩეჩნეთის პრეზიდენტმა მამის საპატივცემულოდ შეარჩია. დაფინანსება კი პირდაპირ ჩეჩნეთის მთავრობიდან დაუწესა. როგორც ირკვევა, აშშ ფლობდა ინფორმაციას, თუ ვინ იდგა აღნიშნული ორგანიზაციის უკან. ამიტომ 2020 წლის დეკემბერში ამერიკის მთავრობამ ACA-ს სანქციები დაუწესა. შესაბამისად, ამერიკელ მებრძოლს ტურნირებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. მეტიც, ამ კანონის დარღვევის შემდეგ ისინი დაჯარიმდებიან ან გარკვეულ პერიოდს ციხეში გაატარებენ.

ავტორი: ნინი გოგიშვილი