loader

მსოფლიოში ნოემბრის დასაწყისის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გასულ კვირას დაფიქსირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოში ნოემბრის დასაწყისის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გასულ კვირას დაფიქსირდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსს 57 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 10%-ით ნაკლებია და ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ნოემბრის დასაწყისის შემდეგ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, ამავე პერიოდში, მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 2.6 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირის ანალოგიური მაჩვენებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 521 298 შემთხვევა ბრაზილიაში დაფიქსირდა, რაც 3%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით. შემდეგ მოდის ინდოეთი 351 218 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 12%-ით მეტია, მესამე ადგილზეა კოლუმბია, 204 132 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 5 %-ითაა გაზრდილი, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი რუსეთი ( 134 465 ახალი შემთხვევა) და არგენტინა (131 824 ახალი შემთხვევა) არიან. აღსანიშნავია, რომ რუსეთში, გასული კვირის განმავლობაში, დაინფიცირებულების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 24%-ით გაიზარდა.