loader

“მიწევს გამოვეხმაურო ასეთ მძიმე ფაქტს“ - კახა კალაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მიწევს გამოვეხმაურო ასეთ მძიმე ფაქტს“ - კახა კალაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს


ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე (ძა­ლა­დო­ბის) და 154-ე (ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის) მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ივ­ნისს, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წინ­წყა­რო­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ გა­დამ­ღებ ჯგუფს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და ად­გი­ლობ­რი­ვი პირი, რო­მელ­მაც ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შე­უ­შა­ლა ხელი და ფი­ზი­კუ­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მათ.

რო­გორც შსს-ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე პო­ლი­ცია შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­და და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ი­წყო.
მომ­ხდარ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე:

"სამ­წუ­ხა­როა, რომ მი­წევს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ისეთ მძი­მე ფაქტს, რო­გო­რიც არის მე­დი­ა­ზე თავ­დას­ხმა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის­შეშ­ლა. ძა­ლა­დო­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის მი­უ­ღებ­ლო­ბა ხელს უშ­ლის ჯან­სა­ღი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და აფერ­ხებს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას.

მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რი­თაც სა­მარ­თლი­ა­ნად ამა­ყობს სა­ქარ­თვე­ლო და არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას. წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დამ­ნა­შა­ვე პირი სა­თა­ნა­დოდ და­ის­ჯე­ბა" - წერს კა­ლა­ძე.