loader

პორტუგალია კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო „კომენდანტის საათს“ ხელახლა აწესებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პორტუგალია კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო „კომენდანტის საათს“ ხელახლა აწესებს

პორტუგალია დღეიდან 45 მუნიციპალიტეტში ე.წ. ღამის კომენდანტის საათს ხელახლა აწესებს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიიღო.

„კომენდანტის საათის“ ფარგლებში გადაადგილება 23:00-დან 5:00 საათამდე შეიზღუდება. ამასთან, კაფეები და რესტორნები კვირის დღეებში 22:30 საათზე, შაბათ-კვირას კი 3:30 საათზე დაიკეტება.