loader

"უტარდება ოპერაცია ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო" - როგორია "პალიტრანიუსის" ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აქციაზე დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უტარდება ოპერაცია ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო" - როგორია "პალიტრანიუსის" ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აქციაზე დაშავდა

„პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ წუთებში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია უტარდება.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება. ამასთანავე, როგორც კლინიკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განმარტა, მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თვალი ჰქონდა დაზიანებული, ოფთალმოლოგის კონსულტაციის შემდეგ კლინიკიდან გაეწერა, სამს კი კვლევა უტარდება.

„პირს, რომელსაც თვალი ჰქონდა დაზიანებული, დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება, წასულია უკვე კლინიკიდან. ერთი მათგანი იყო თავის ტრავმით, ცხვირის ძვლის მოტეხილობით, ის საოპერტაციოშია აყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტი ამჟამად არის კვლევის სტადიაში. სტაბილურია ყველა,“- განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებიან, თუმცა პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავები მათ უსაფრთხოებას ვერ იცავენ.