loader

თბილისის იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დღეს წყალი შეწყდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დღეს წყალი შეწყდება

6 ივლისს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 6 ივლისს, 21:00 საათიდან 7 ივლისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის ნაწილს, დადიანის ქუჩის ნაწილს, მანჯგალაძის, ხევისუბნის, გოგაშენის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ზესტაფონის, ჭიჭინაძის, რკინიგზის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, სურგულაძის, ქართველიშვილის, ასკურავას, ურიდიას, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელეს, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ბენდელიანის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.