loader

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მიიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მიიყვანეს


რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლები ამ წუთებში ეკიპირებას ირგებენ.

თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან საუბრის საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ.

როგორც სირაძემ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად ტერიტორიიდან მდუმარე აქციის მონაწილეებს გაიყვანენ.

„პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე სიტუაცია დაარეგულიროს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ორი აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. შესაბამისად, ჩვენ ორივე მხარესთან საუბარი გვქონდა. აქცია დასრულებულია. პირველ რიგში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას“, - განაცხადა სირაძემ.

ვიდეო: “ტვ პირველი“