loader

ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს - "მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს - "მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით"

"წლების განმავლობაში მომავალს საფრთხეს უქმნის ყველა მოძალადე, ქუჩაში შლეგად მორბენალი, მარბიელი ორკი. მოძალადეებზე უფრო საშიშია ყველა მოქალაქე, რომელიც იჯერებს რომ დარბევებში და ძალადობაში ხელისუფლება არაფერ შუაშია. ამ ხალხის "რწმენით" იკვებება და სულდგმულობს ბიძინას ხელისუფლება", - ნიკა მელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, მომავალი კვირიდან კონკრეტული გეგმით დაიწყება ბრძოლა.

"ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც "ვიშვიშებს" და "გმობს" ძალადობას! ერთ მხარეს არიან ერთი მუჭა ხელისუფლებისგან გათავხედებული და გაქეზებული მოძალადეები, და მეორე მხარეს შეშინებული, დაზაფრული ხალხი. ჩვენ კიდევ ერთხელ გვიწევს არჩევანის გაკეთება და უნდა ავირჩიოთ: ან მოძალადეები და ექსტრემისტების სათარეშო ტერიტორია, ან ამაყი და გამბედავი საქართველო ან ღარიბაშვილ-კობახიძე, ან მომავალი ან ბიძინა, ან ჩვენი შვილების მომავალი ან რუსეთი, ან ცივილიზაცია! წელს წერტილი უნდა დაესვას საქართველოს ნგრევას და დაესმება კიდეც. მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით და ოქტომბერში დამთავრდებიან. წუწუნის და ნიშნის მოგების დრო არაა, ბრძოლის დროა და ეს ბრძოლა იქნება! ბევრი იქნება ამ ბრძოლაში და ვიღაც არა, მაგრამ გაიმარჯვებს ის ვინც ბრძოლაში იქნება!" - წერს ნიკა მელია.