loader

“ვინ დანიშნა ეს ხალხი შორტების ტოტების სიგრძის მზომავად, ვინ სიკვდილები არიან, ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ“ - აკაკი ბობოხიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვინ დანიშნა ეს ხალხი შორტების ტოტების სიგრძის მზომავად, ვინ სიკვდილები არიან, ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ“ - აკაკი ბობოხიძე


“გუშინ და გუშინწინ „ქართულმა ოცნებამ“ და რუსეთის საპატრიარქოს ქართულმა ფილიალმა, რომელიც არ არის ქართული ეკლესია და არის უწიგნურების თავშეყრის, სიმდიდრის და პოლიტიკურ გავლენაზე დახარბებული ადამიანების ერთობა, მკვლელები გამოგზავნეს თბილისის ქუჩებში,“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე 5 და 6 ივლისს საქართველოს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ადამიანების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი LGBT თემის მიმართ და ვერც ხვდებიან, ეს თემი რას ითხოვს.

მისივე თქმით, თუ პრაიდის მოწინააღმდეგე დაჯგუფებებს ძალაუფლება მიეცემათ ეს ნიშნავს, რომ „მკლავების მოშიშვლების, ან საკინძეების არშეკვრის შემთხვევაში ჩვენი და ჩვენი შვილების მტრებად იქცევიან“.