loader

პარლამენტთან „პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან „პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ


პარლამენტთან „პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია ლოცვით დაიწყო. ლოცვას სასულიერო პირები აღავლენენ.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი გააპროტესტებენ ცინიკურ დამოკიდებულებას ჯვართან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. ასევე გააჟღერებენ თუ როგორ გეგმავენ ებრძოლონ იმ დამოკიდებულებებს, რომელსაც საფრთხედ აღიქვამენ.

შეგახსენებთ, თავდაპირველად აქცია პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს. ისინი გეგმავდნენ პარლამენტთან აღმართულ ჯვართან ყვავილებები მიეტანათ და როგორც თავად აღნიშნავდნენ, სახელმწიფოს პანაშვიდი გადაეხადათ. თუმცა, სოციალურ ქსელებში ძალადობრივი მოწოდებებისა და მუქარის გამო, მოგვიანებით მათ აქცია გააუქმეს.

პარლამენტთან ჯვარი „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა 6 ივლისს აღმართეს.