loader

“ჩვენი მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია“ - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩვენი მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია“ - ირაკლი ღარიბაშვილი


მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში, ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი! , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში, ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გახელაძის გათავისუფლების პროცესში ჩართულები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და კათოლიკოს-პატრიარქი.

„მადლობა ზაზას, პირველ რიგში, ამ გმირ კაცს, ვაჟკაცს! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის და პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში; ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი!

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მადლობა პატრიარქს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის დედას, მამას, მეუღლეს და მის შვილებს, რომლებიც ელოდებიან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.