loader

"ფაიზერით" ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფაიზერით" ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო

საქართველოში "ფაიზერით" ვაქცინაცია 16 ივლისიდან დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ფაიზერით" იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის, "ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე, 240 ბრიგადით ჩაერთვება.

"ფაიზერის" ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

შეგახსენებთ, "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 14 ივლისს, 15:00 საათზე დაიწყო. პროცესი ვაქცინაციის პორტალზე შეფერხებით მიმდინარეობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის 28 000 დოზაა შემოსული და საქართველოში აღნიშნული დასახელების ვაქცინა ივლისის განმავლობაში ეტაპობრივად ჩამოვა.