loader

ნატოს ვერტმფრენი საგანგებოდ ქალაქის ცენტრალურ გზაზე დაჯდა" - რა მოხდა გუშინ ბუქარესტში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნატოს ვერტმფრენი საგანგებოდ ქალაქის ცენტრალურ გზაზე დაჯდა" - რა მოხდა გუშინ ბუქარესტში?

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენმა Black Hawk-მა, შარლ დე გოლის მოედანზე საგანგებო დაშვება განახორციელა, რის დროსაც ერთ-ერთი ლამპიონი დააზიანა. ინფორმაციას Digi24 ავრცელებს.

სამხედრო ვერტმფრენს ბაზაზე გადაიყვანენ, სადაც ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდება. ავარიული დაშვების დროს არავინ დაზარალდა.

"აშშ-ის საელჩოსთვის ავარიული დაშვების ინციდენტი ცნობილია. ის მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს რუმინელ პარტნიორებთან ერთად, რათა სიტუაციას გამოსავალი მოვუძებნოთ. ინფორმაციის განახლებასთან ერთად, ჩვენ შესაბამის სიახლეებს მოგაწვდით." - ნათქვამია ამერიკული საელჩოს პრესრელიზში.