loader

ახალი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილი ჩვილის შესახებ - "ჩვილს კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილი ჩვილის შესახებ - "ჩვილს კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო"

ციციშვილის სახელობის კლინიკაში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ციციშვილის სახელობის კლინიკაში 25 დღის ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, ჩვილს კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო და მას ფილტვებში მაღალი ხარისხის დაზიანება ჰქონდა.

"მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ახალშობილებში ისედაც მძიმედ მიმდინარეობს კორონავირუსი. მას ფილტვებში ჰქონდა მაღალი ხარისხის დაზიანება. ოჯახში კონტაქტით გადაედო, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.