loader

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა - "ის, რაც ახლა ხდება, არის ან რუსული დეზინფორმაცია ან რუსეთს ხელს აძლევს " - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა - "ის, რაც ახლა ხდება, არის ან რუსული დეზინფორმაცია ან რუსეთს ხელს აძლევს "

"ის, რაც ახლა ხდება, არის ან რუსული დეზინფორმაცია ან რუსეთს ხელს აძლევს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ "ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, პრორუსულ ნარატივს ემსახურება“.

როგორც ელჩმა განმარტა, სანქციები არის ერთი კონკრეტული ხელსაწყო ამერიკის შეერთებული შტატების ხელში, თუმცა ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ აზრთა სხვადასხვაობა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას.