loader

რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან - პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან - პირდაპირი ეთერი


საქართველოს პარლამენტის შენობასთან მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ანა სუბელიანმა განაცხადა, მათ სურთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვები პირადად დაუსვან და ამისთვის, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ეცდებიან.

"ჩვენ ვითხოვდით მინისტრს საჯაროდ ესაუბრა რა რისკები არსებობდა 5 ივლისთან დაკავშირებით და რას აკეთებდნენ ამის პრევენციისთვის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრ ტყუილს და დემაგოგიას მოვისმენთ დღეს. სავარაუდოდ, შიგნით შესვლის შესაძლებლობას არ მოგვცემენ, მაგრამ ვეცდებით და თუ მაინც არ გვექნება შიგნით შესვლის შესაძლებლობა, გარედან მაინც გავაკეთებთ კომენტარებს", - განაცხადა სუბელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში დღეს საქართველოს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.