loader

“გადადით სამუშაო რეჟიმზე - თუ არ ვართ მზად, დავსვათ კითხვები და მივიღოთ პასუხები, სხდომას გავაჩერებ!“- კახა კუჭავა ოპოზიციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გადადით სამუშაო რეჟიმზე - თუ არ ვართ მზად, დავსვათ კითხვები და მივიღოთ პასუხები, სხდომას გავაჩერებ!“- კახა კუჭავა ოპოზიციას


თუ ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ განხილვა გავაგრძელოთ, სხდომას გავაჩერებ, - ასე მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ოპონენტებს მოუწოდა, რომ „სამუშაო რეჟიმზე“ გადავიდნენ.

„საკითხის განხილვა მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, შემდეგაა პოლიტიკური განცხადებების ნაწილი. თუ ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ გავაგრძელოთ, სხდომას გავაჩერებ. ცოტა ხნის წინ ვიყავი ლამის ამ გადაწყვეტილების მიღების გზაზე. ერთადერთი, რაც გვსურს ესაა, დაისვას კითხვები, ეს იყო თქვენი მოთხოვნაც ოპოზიციის მხრიდან და სახოგადოებასაც აინტერესებს პასუხებიც და კითხვებიც, რასაც დასვამთ. თუ ჩვენ არ ვართ დღეს მზად, რომ დავსმათ კითხვები და მოვისმინოთ პასუხები, სხდომას გადავდებ და შემდეგში ჩავატარებთ. ასეთი ფორმატით კითხვა-პასუხი და მათ შორის პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, მიღებული არ არის. პოლიტიკური პროტესტი იყო? - იყო, ახლა გადადით სამუშაო რეჟიმზე ან მოგვიწევს სხდომის გაჩერება“, - მიმართა კუჭავამ ოპოზიციონერებს.