loader

უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ

საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე - იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო, მათი განცხადების გარეშე გაათავისუფლეს. ბასილაიას შეფასებით, ეს ლუსტრაციაა იმისა, რომ პატიმრები თვეების განმავლობაში ციხეში უკანონოდ ისხდნენ.