loader

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ზელენსკის აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და უკრაინაში საქართველოს ელჩი თემურ შარაშენიძე დახვდნენ.

როგორც ცნობილია, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.