loader

ცნობილია, როდიდან შეეძლებათ გამოცდების ჩაბარება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების გამო ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, როდიდან შეეძლებათ გამოცდების ჩაბარება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების გამო ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა. 21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება.

დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა.

საგამოცდო პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში დააკვირდა.

“დღეს სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტები ფიზიკის, ლიტერატურის და უნარების გამოცდებს აბარებენ. ხვალიდან დაიწყება დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთა გამოცდები კორონავირუსის გამო გადაიდო.

ზოგადად, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დრომდე აბიტურიენტების გამოცხადებას რაც შეეხება, ყველაზე კარგი გამოცხადება იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ყველაზე ნაკლები - არასავალდებულო გამოცდაზე. რაც შეეხება გამოცდიდან მოხსნის შემთხვევას, ასეთი იყო მხოლოდ ორი ფაქტი.

შედეგების გამოცხადება დაიწყება აგვისტოდან. იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა წერა, გამოყენებული ტესტები კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება. ამასთან, დამატებითი სესიების ქულები არ თანაბრდება და მეთოდოლოგიურად ეს უფრო გამართლებულია“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.