loader

ირგვლივ ცხედრებია, ადამიანების ნაწილი დაიკარგა - უმძიმესი ტრაგედია ჩინეთის მეტროში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირგვლივ ცხედრებია, ადამიანების ნაწილი დაიკარგა - უმძიმესი ტრაგედია ჩინეთის მეტროში

ჩინეთში, კერძოდ კი, შენჩჟოუში, ძლიერი წვიმების გამო მეტრო დაიტბორა. შედეგად 12 მგზავრი
გარდაიცვალა, კიდევ ხუთი - დაშავდა. ინფორმაციას CGTN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წვიმის წყალი მეტროს ერთ-ერთი გაჩერების თავზე
არსებულ პარკინგზე დაგროვდა, შემდეგ კი უშუალოდ მეტროში შეაღწია.

დატბორვის შემდეგ მეტროს ადმინისტრაციამ მგზავრების ევაკუაცია დაიწყო.

მოხერხდა 500-მდე ადამიანის გაყვანა.

"12 მგზავრს დახმარება ვერ გავუწიეთ, ისინი დაიღუპნენ. ხუთმა ადამიანმა ჭრილობა მიიღო და
საავადმყოფოში არიან გადაყვანილი." - აზუსტებს ინფორმაციას ხელისუფლება.