loader

სიახლე, რომელიც ამირან გამყრელიძემ ახლახან გააჟღერა - "ამ კვირაში ხელი მოეწერება მინისტრის ბრძანებას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე, რომელიც ამირან გამყრელიძემ ახლახან გააჟღერა - "ამ კვირაში ხელი მოეწერება მინისტრის ბრძანებას"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პირებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინის გაკეთებამდე 120- დღიანი ვადის 30 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწერება.

რაც შეეხება იმას, ხომ არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები ვაქცინასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ არა, პირიქით, ვაქცინა ანტისხეულებისთვის ბუსტერი იქნება.