loader

რას აკეთებდა ჯეფ ბეზოსის ეკიპაჟი კოსმოსში ფრენის დროს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აკეთებდა ჯეფ ბეზოსის ეკიპაჟი კოსმოსში ფრენის დროს?

სუბორბიტალური ხომალდის New Shepard ფრენამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. კოსმოსში
ფრენის შთაბეჭდილება პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ჟურნალისტებს
გაუზიარა.

"დედამიწის ატმოსფერო - უზარმაზარია, მაგრამ როცა მის ზედაპირზე აღმოჩნდები, აცნობიერებ,
რომ ის ძალიან თხელია. დედამიწიდან მას მოძრაობის დროს ვხედავთ.
ერთია, როცა გესმის ეს და მეორე - როცა საკუთარი თვალით ხედავ", - ჰყვება ბეზოსი
პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ კოსმოსში გაემგზავრნენ: ბეზოსი, მისი ძმა და Blue Origin-ის აღმასრულებელი
დირექტორი მარკ ბეზოსი, 82 წლის ქალი-პილოტი უოლი ფანკი და 18 წლის
ჰოლანდიელი ოლივერ დეიმანი.