loader

"ძალიან მაგარია, თქვენ ადგილს აფუჭებთ, უნდა იყოთ პარტიაში, წინა ხაზზე" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან მაგარია, თქვენ ადგილს აფუჭებთ, უნდა იყოთ პარტიაში, წინა ხაზზე" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს

სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნა უკვე რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა მას დაუსვეს კითხვა, როდის აიღებდა ის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას და მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებდა.

ამასთანავე, პრემიერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს მიმართა, მას პარტიული აქტივისტი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ტელევიზია ფინანსდება „დამნაშავე პოლიტიკოსების“ მიერ.