loader

სიახლე, მათთვის, ვინც "ფაიზერის" ვაქცინაზე დარეგისტრირებას აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე, მათთვის, ვინც "ფაიზერის" ვაქცინაზე დარეგისტრირებას აპირებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერზე“ რეგისტრაცია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, დაწესებულებების რაოდენობა, სადაც „ფაიზერზე“ აცრა იქნება შესაძლებელი, გაიზრდება და ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონულ და რაიონულ დონეზე მიმართონ ამ დაწესებულებებს. რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყების დროს, როგორც გაბუნია განმარტავს, დამატებით ინფორმაციას მოსახლეობა მიიღებს მას შემდეგ, რაც „ფაიზერი“ საქართველოში შემოვა.

„რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი რეგისტრაციის პორტალის, ასევე 1522 ცხელი ხაზის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ერთიანი რიგი დავიცვათ, შემდეგ იქნება ისევ შესაძლებელი ვირტუალური რეგისტრაციაც, ასე რომ, მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე რეგისტრაციას ან 1522- ზე, შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ამისთვის 37 დაწესებულებაა შერჩეული ქვეყნის მასშტაბით, ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება იმისთვის, რომ არ შეიქმნას რიგი და ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს მოკლე ხანში.

პირველი დოზა ვინც გაიკეთა „ფაიზერის“ გასული კვირების განმავლობაში, მათთვის რეგისტრაცია ძალიან მალე დაიწყება და ამაზე განცხადება გაკეთდება, არანაირი შეფერხება ამ პირებს არ ექნებათ.

დოზების რაოდენობა ქვეყანაში როგორც ხედავთ, იქნება შეუზღუდავი, ჩვენ კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. ასე რომ, დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება. „ფაიზერის“ ვაქცინის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, თუ ეს ადრე იყო მხოლოდ 7 დაწესებულებაში და სამ დიდ ქალაქში, ახლა „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 37 დაწესებულებაში ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ რეგიონულ და რაიონულ დონეზეც ჩაიტარონ ვაქცინაცია,"- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა.