loader

უნგრეთის სკოლებში LGBT შინაარსის მასალები აიკრძალა, საპასუხოდ კი საპროტესტო აქციები დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნგრეთის სკოლებში LGBT შინაარსის მასალები აიკრძალა, საპასუხოდ კი საპროტესტო აქციები დაიწყო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სკოლებში LGBT შინაარსის მასალების აკრძალვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრაციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ უნგრეთის მთავრობა და პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი ქვეყანაში ადამიანების უფლებებს ლახავს.

ცოტა ხნის წინ უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBT თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ. აიკრძალება. ამასთან, კომპანიებსა და დიდ ორგანიზაციებს LGBT თემის მხარდამჭერი ბანერების განთავსება აეკრძალებათ.

7 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას ანტი-ლგბტ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა.