loader

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც დაჯარიმებული პირების ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც დაჯარიმებული პირების ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ. გარდა ამისა, კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

საკანონმდებლო პაკეტს 26 ივლისს ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილვას, ხოლო შემდეგ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. არ არის გამორიცხული აღნიშნული საკითხი ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შევიდეს.