loader

აზერბაიჯანელების თავდასხმის შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანელების თავდასხმის შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა, 2 კი დაიჭრა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შეტევა 28 ივლისს, 03:40 საათზე დაიწყეს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები და ორმხრივი სროლები კვლავ გრძელდება.