X
ამირან გამყრელიძე ასახელებს, როდემდე გაგრძელდება კორონავირუსის გავრცელების პიკი
20:07 / 28-07-2021
"ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია - მთავარია რეკომენდაციების აღსრულება და ეს მარტო შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს - ეს ერთი მხრივ უნდა იყოს კონტროლი და მეორე მხრივ თვითშეგნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანა მძიმე "ლოქდაუნზე" აღარ წავა.

"ეპიდვითარება საკმაოდ რთულია. 26 ივნისიდან დაწყებული ნელი ტემპით უარესდებოდა და უარესდება ეპიდსიტუაცია. გუშინ და დღეს გვაქვს პიკური მაჩვენებელი. გარკვეულ პროგნოზირებაზე მუშაობს ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფი და შეიმჩნევა, რომ ზრდის ტემპი ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს მცირდება. აბსოლუტური რაოდენობა იმატებს, მაგრამ თითქოს ზრდის ტემპის შემცირებისკენ არის ტენდენცია, მაგრამ მინდა თითები გადავიჯვარედინო და არ ვიცი ჯერჯერობით როგორი იქნება. ზრდა გვექნება, მაგრამ მინდა, რომ ეს იყოს ნელი ტემპით ზრდა. ვართ პიკში ყველანაირი გათვლებით და ვფიქრობთ, რომ ეს პიკი უნდა გაგრძელდეს 7-10 დღე და მერე უნდა დაიწყოს ქვესვლა ინფექციამ, მაგრამ ასევე ნელი ტემპით. ეპიდგაუარესების შეჩერების მხოლოდ და მხოლოდ ორი გზა არსებობს - მეტი აცრა და რეგულაციების დაცვა. ქვეყანა მძიმე "ლოქდაუნზე" აღარ წავა. მთავარია რეკომენდაციების აღსრულება და ეს მარტო შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს - ეს ერთი მხრივ უნდა იყოს კონტროლი და მეორე მხრივ თვითშეგნება. ქვეყანაში ცეცხლი ანთია ეპიდემიის და ამიტომ ყველამ თავი შევიკავოთ იმ ბუსტერებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერებია ეპისიტუაციის გაუარესებაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო