loader

მძიმე კადრები ქობულეთიდან, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები ქობულეთიდან, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, თუმცა ერთ-ერთის, სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.

მომხდარის გამო ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.