loader

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა ან გამოუვლინდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა ან გამოუვლინდება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომელთაც კონკრეტული ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ გვერდითი რეაქცია გამოუვლინდათ, ვაქცინის შეცვლა შეეძლებათ.

ჩხაიძის თქმით, გვერდითი მოვლენები იმუნიზაციის შესაბამისი ჯგუფის მიერ იქნება შეფასებული და მოქალაქეებს მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ ვაქცინის მეორე დოზის მწარმოებლის ცვლილება.

"ვისაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდა სერიოზული გვერდითი რეაქცია, ეს გვერდითი რეაქცია შემდეგ შეფასებულ იქნა იმუნიზაციის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც გვერდით მოვლენებს აფასებს, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მეორე ვაქცინა გაიკეთონ სხვა ტიპის ვაქცინით. ვთქვათ, "ასტრაზენეკაზე" გვქონდა ალერგიული რეაქცია, დადასტურებული შესაბამისი ჯგუფის მიერ, მას ექნება შესაძლებლობა მეორე ვაქცინა გაიკეთოს "ფაიზერით" ან ნებისმიერი სხვა, რომელიც მას სურს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.