loader

მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4 მილიარდს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4 მილიარდს გადააჭარბა

მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4 მილიარდს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 39 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 26.2%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. ყველაზე მეტი, 1.6 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 465 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 455 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 344 მილიონი.

Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 35 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 48.8%, აშშ-ში - 49.4%, დიდ ბრიტანეთში კი - 56.6%.