loader

მელია დამარცხდა, თუმცა, შესაძლოა, ბრინჯაოსთვის იბრძოლოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მელია დამარცხდა, თუმცა, შესაძლოა, ბრინჯაოსთვის იბრძოლოს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 2 აგვისტოს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი მელია (97კგ) ჩაერთო. ქართველი ფალავანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა დამამშვიდებელში გადასვლისა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

მელიას საწყის ეტაპზევე სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავდა - რუსი მსოფლიო ჩემპიონი მუსა ევლოევი. მერვედფინალი ფავორიტის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუკი ევლოევი ფინალამდე გააღწევს. ასე რომ, რუსი სპორტსმენის გულშემატკივრობა მოგვიწევს.

შეგახსენებთ, დღეს, თბილისის დროით 14:30 საათიდან, მძიმეწონოსანთა (130) ფინალში იაკობ ქაჯაია იასპარეზებს, რომელიც 38 წლის კუბელ მაიალ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირება. 

ვიდეო: პირველი არხი